pc.gov.ge
საპროკურორო საბჭო Prosecutorial Counsil
GE
GE EN

კონტრასტი

img img

ფონტი

პლიუსი
მინუსი
საწყისი
18 ივნისი, 2025

საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ხმათა უმრავლესობით გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს წევრებმა  10 ხმით გენერალური პროკურორობის კანდიდატად,  საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე  გიორგი გვარაკიძე აირჩიეს.
საპროკურორო საბჭო, გენერალური პროკურორობის კანდიდატს გიორგი, გვარაკიძეს შესაბამისი დასაბუთებით, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.
გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა,  საპროკურორო საბჭოს  გუშინდელ სხდომაზე  საპროკურორო საბჭოს პროკურორმა წევრმა შოთა ტყეშელაშვილმა დაასახელა.
საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს მოუსმინეს და საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. 
გიორგი გვარაკიძემ  საბჭოს წევრებს საქართველოს პროკურატურის საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელების, გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის გაუმჯობესების, ასევე პროკურორების და გამომძიებლების კვალიფიკაციის  ამაღლების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო და კითხვებს უპასუხა, რის შემდეგაც კენჭისყრის პროცედურა გაიმართა.    
გიორგი გვარაკიძემ,  საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის  მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;  ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.
ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს.    
გენერალური პროკურორობის კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად პროცესი 13 ივნისს დაიწყო.

სხვა სიახლეები

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს

29 ივნისი, 2026
საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა

19 ივნისი, 2026
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საპროკურორო საბჭოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

4 ივნისი, 2026
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს

საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრები აირჩიეს

30 მარტი, 2026
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა

საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატად გიორგი გვარაკიძე დასახელდა

17 ივნისი, 2025
გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად, შესაბამისი პროცედურების დაწყების მიზნით, საპროკურორო საბჭოს სხდომა გაიმართა

13 ივნისი, 2025
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩიეს

31 დეკემბერი, 2024